სამტრედიაში კაცი მოკლეს. მკვლელობა სამტრედიის ცენტრალურ სტადიონთან მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ამ ეტაპზე უცნობია მკვლელობის მოტივი.
მკვლელობა 19 ოქტომბერს ღამით მოხდა.