„ცოტა უვიცობაა საკითხის ისე შეფუთვა, რომ საქართველომ საგარეო კურსი შეიცვალა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, „არასწორია ნებისმიერ სახელმწიფოსთან თანამშრომლობის ამგვარად მონათვლა“.
„საქართველოს კურსი დიდი ხანია, ძალიან მტკიცედ არის განსაზღვრული და ეს ჩაწერილია კონსტიტუციაში. ევროინტეგრაციის კურსს მივყვებით.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებთან ურთიერთობას, რა თქმა უნდა, ეს დაფუძნებულია საქართველოს ინტერესებზე. ჩვენ გავაგრძელებთ ნებისმიერ სახელმწიფოსთან საქართველოს ინტერესების შესაბამისად თანამშრომლობასა და პარტნიორობას. იმის თქმა, რომ ჩინეთთან თანამშრომლობის გამო კურსი შევიცვალეთ, უვიცობაა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.