„რომ იტყვიან, Cette dame est devenue folle - გაგიჟდა პრეზიდენტი!“, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, გაურკვეველია, რატომ არ აწერს ხელს პრეზიდენტი 2023 წლის კორექტირებულ ბიუჯეტს.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს 2023 წლის კორექტირებულ ბიუჯეტზე ხელი ჯერ კიდევ არ მოუწერია.