logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: სუს-ის ანგარიშში ჩანდა, რომ მოწოდების სიმაღლეზეა, გააგრძელოს საქართველოს ინტერესების მსახურება და არა რომელიმე პარტიის
- +

20 ოქტომბერი. 2023. 12:55

 

 

„ოპოზიციამ ვერცერთი კითხვა ვერ დასვა იმასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა როგორ მოახერხა, რომ გამოწვევებით სავსე მსოფლიოსა და რეგიონში არსებული ომების ფონზე, საქართველოში არის მშვიდობა და უსაფრთხოება“, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კარგად მუშაობს.

 

„უწყების ანგარიშში ჩანდა, რომ გამოწვევები ისევ რჩება და სამსახური მოწოდების სიმაღლეზეა, გააგრძელოს საქართველოს ინტერესების მსახურება და არა – რომელიმე პარტიის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner