logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ქვეყანაში მიგრაციული პროცესები არ არის მხოლოდ ეკონომიკური საკითხებით განპირობებული, ეს არის იმის შედეგი, რომ ჩვენ გლობალური სამყაროს ნაწილი ვხდებით
- +

20 ოქტომბერი. 2023. 14:56

 

 

მიგრაციული პროცესები არ არის მხოლოდ ეკონომიკური საკითხებით განპირობებული, ეს არის იმის შედეგი, რომ ჩვენ გლობალური სამყაროს ნაწილი ვხდებით“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

 

მისი თქმით, ქვეყანას ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლები აქვს. წელსაც 7%-ზე მეტია ეკონომიკის ზრდა. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით კი, ბოლო 3 წლის განმავლობაში, 4 500-დან თითქმის, 8 ათას დოლარამდე გაიზარდა.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მიგრაციულ პროცესები მხოლოდ ეკონომიკურით არ არის განპირობებული, არამედ იმის, რომ საქართველო გლობალური სამყაროს ნაწილია.

 

რაც შეეხება მიგრაციულ პროცესებს, ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური საკითხებით განპირობებული, ეს არის იმის შედეგი, რომ ჩვენ გლობალური სამყაროს ნაწილი ვხდებით. მათ შორის, თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობით, გარკვეულ ქვეყნებში მუშაობის შესაძლებლობით, რასაც ჩვენი ხელისუფლება აღწევს-ხოლმე; სწავლის შესაძლებლობებით. ეს არის თანმდევი პროცესი ამ ყველაფრის. მთავარია ის, რომ ჩვენ სწორედ იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს აქვს - ეკონომიკური ზრდისთვის გვქონდეს უსაფრთხო გარემო, ამ პოლიტიკის შედეგად ჩვენ გვაქვს ის ეკონომიკური ზრდა, რომლითაც ჩვენ ვართ ლიდერები არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიო მასშტაბით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner