logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ლიდერი რეფორმების განხორციელების მხრივ, 2017 წელს გაგვეხსნა უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროკავშირთან და გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ეს დამსახურება შევინარჩუნოთ
- +

20 ოქტომბერი. 2023. 14:57

 

 

“სწორედ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ლიდერი რეფორმების განხორციელების მხრივ, ამიტომაც იყო, რომ 2017 წელს გაგვეხსნა უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროკავშირთან და გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ეს დამსახურება შევინარჩუნოთ”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვიზალიბერალიზაციის შესახებ ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

 

პოზიტიური ანგარიშია. არის რეკომენდაციები გამოთქმული. ანგარიშს, როგორც ყოველთვის, პოზიტიურად მოვეკიდებით. ვიზალიბერალიზაცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მონაპოვარია, ძალიან ვუფრთხილდებით და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ პროცესში ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი იყოს გადადგმული. რამე საკითხი თუ იქნება გასაუმჯობესებელი, გავაუმჯობესებთ. ეს არის ჩვეულებრივი მუშა პროცესი ევროკავშირთან. ასეთი ანგარიშები ყოველ წელს ქვეყნდება. სწორედ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ლიდერი რეფორმების განხორციელების მხრივ, ამიტომაც იყო, რომ 2017 წელს გაგვეხსნა უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროკავშირთან და გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ეს დამსახურება შევინარჩუნოთ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner