“სწორედ ამიტომ ვუახლოვდებით ევროკავშირს რეგულაციებით გარკვეულ პროდუქტებზე, როგორიცაა მაგალითად თაფლი ან სხვა, რომ ევროკავშირში გატანის შესაძლებლობა იყოს. ხარისხი შესაბამისობაში იყოს და ამას აკეთებს მთავრობა რეგულაციების შემოღებით”, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რატომ არის ბოლო ათი წლის განმავლობაში ევროკავშირში საქართველოდან ექსპორტი შემცირებული.
„არ მგონია, ვინმე ფიქრობდეს, რომ ევროკავშირი ეუბნებოდეს ჩვენს ბიზნესს, შემოიტანეთ პროდუქტებიო და ჩვენი ბიზნესი წინააღმდეგია, რომ შეიტანოს რაღაც პროდუქტი ევროკავშირში და ამის ნაცვლად შეაქვს სადმე სხვაგან. ევროკავშირი არის ჩვენი მთავარი ეკონომიკური პარტნიორი, მათ შორის ასეა რიცხვებშიც. რაც შეეხება ცალკეული პროდუქტების მოცვას, სწორედ იმიტომაა მნიშვნელოვანი დაახლოება ევროკავშირთან და მისი ბაზრის გახსნა, რომ ჰქონდეს ჩვენს ბიზნესს შესაძლებლობა, გაიტანოს იქ პროდუქტი. საბოლოო ჯამში, ექსპორტ-იმპორტით ვართ თავისუფალი ბაზრის პირობებში და ბიზნესი წყვეტს მათი რენტაბელურობიდან გამომდინარე რომელ ბაზარზე რა პროდუქტი გაიტანოს და გითხარით, რომ ევროკავშირი არის ლიდერი ჩვენთვის სავაჭრო ურთიერთობებში. სწორედ იმიტომ ვუახლოვდებით ევროკავშირს რეგულაციებით გარკვეულ პროდუქტებზე, როგორიცაა მაგალითად თაფლი, ან სხვა პროდუქტები, რომ ევროკავშირში გატანის შესაძლებლობა იყოს. ხარისხი შესაბამისობაში იყოს და ამას აკეთებს მთავრობა რეგულაციების შემოღებით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.