logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: რუსეთის ჯარების გაყვანის საკუთარ თავზე მიწერის მცდელობა კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ არასწორ პათოსს, რომელიც ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს აქვს საკუთარ პერსონასთან და მის როლთან დაკავშირებით
- +

20 ოქტომბერი. 2023. 15:05

 

 

რუსეთის ჯარების გაყვანის საკუთარ თავზე მიწერის მცდელობა კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ არასწორ პათოსს, რომელიც ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს აქვს საკუთარ პერსონასთან და მის როლთან დაკავშირებით“, - პრეზიდენტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ბაზების გაყვანა მის სახელს უკავშირდება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა.

 

„10 წელზე მეტხანს გრძელდებოდა რუსეთის ჯარების გაყვანის პროცესი, რომელშიც ჩართული იყვნენ საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები, დიპლომატები, სამხედრო მოსამსახურეები, რომელთაც ყველა დეტალი უნდა გაეწერათ ამასთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც ერთი ადამიანი ცდილობს მიიწეროს მთელი სახელმწიფოს მუშაობა, ეს უბრალოდ არასწორია და კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ არასწორ პათოსს, რომელიც ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს აქვს საკუთარ პერსონასთან და მის როლთან დაკავშირებით, საქართველოს აწმყოსა თუ მის წარსულში“, - განმარტა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner