logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი ჭორვილის ინციდენტზე: გამოჩნდა, რომ ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიის სტილი იქნება მივარდნები, ძალადობა, პროვოკაციები
- +

20 ოქტომბერი. 2023. 15:34

 

 

“რაც გუშინ ვნახეთ, არის ის, რომ როგორც ჩანს ოპოზიცია აპირებს უფრო მეტად რადიკალიზებას და გამოჩნდა, რა იქნება ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიის სტილი. ეს იქნება მივარდნები, ძალადობა, პროვოკაციები”, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გუშინ ჭორვილასთან გამართულ აქციას.

 

მთავარი სიმპტომი, რაც გუშინ ვნახეთ, არის ის, რომ როგორც ჩანს ოპოზიცია აპირებს უფრო მეტად რადიკალიზებას და გამოჩნდა, რა იქნება ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიის სტილი. ეს იქნება მივარდნები, ძალადობა, პროვოკაციები. მნიშვნელოვანია, რომ აქედანვე საზოგადოებას ჰქონდეს რეაქცია, რომ ასეთი სახის პროვოკაციული ქმედებები იყოს დაგმობილი. რამდენადაც ვიცი, აქციის მიზანი იყო პროვოკაცია, ჩასვლა და ძალადობის პროვოცირება. სიმართლე გითხრათ, კადრები არ მინახავს, ასეთი სახის აქციის არსზე გელაპარაკებით. სხვათა შორის გუშინ ვადევნებდი თვალს, რომ თავად ხელისუფლების კრიტიკოსებს შორისაც იყო საკმაოდ მიუღებლობა ასეთი სტილის აქციების“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner