logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია რუსული ბაზების გაყვანაზე: ის, რომ ბაზების გაყვანის გარკვეული ეტაპი ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდს დაემთხვა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ პიროვნებას ბაზების გაყვანაში რამე როლი მიუძღვის
- +

20 ოქტომბერი. 2023. 16:05

 

 

საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, რუსული ბაზების გაყვანის რაღაც გარკვეული ეტაპი სალომე ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდს რომ დაემთხვა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ პიროვნებას ბაზების გაყვანაში რამე როლი მიუძღვის.

 

მისი თქმით, რუსული ბაზების გაყვანაზე შეთანხმება მიღწეული იყო 1999 წელს.

 

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, შეთანხმება მიღწეულ იქნა 1999 წელს. გაფორმდა კიდეც ეს ყველაფერი იურიდიულად. დაიწყო გაყვანის პროცესი და ის, რომ ამ გაყვანის პროცესის რაღაც გარკვეული ეტაპი დაემთხვა ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდს, არ ნიშნავს იმას, რომ ამ პიროვნებას ბაზების გაყვანაში რამე როლი მიუძღვის“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner