logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე ბურჭულაძეზე: ლეგენდა „ქველმოქმედი წარმატებული პოლიტიკოსი“ წარსულს ჩაბარდა
- +

9 სექტემბერი. 2016. 15:04



„ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე ხათუნა ლაგაზიძის მიერ პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვების ფაქტს ეხმაურება. ქადაგიძის თქმით, პაატა ბურჭულაძემ უღალატა თავის თანაგუნდელებსა და პრინციპებს და ამბობს, რომ ის არის პოლიტიკოსი, რომელსაც მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა აინტერესებს.

               

„დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარტია „სახელწიფო ხალხისთვის" კიდევ ერთმა ლიდერმა - ხათუნა ლაგაზიძემ დატოვა. ამას წინ უსწრებდა მერაბ მეტრეველის მიერ პარტიის დატოვება, ეს ორი ადამიანი კი აღნიშნულ პარტიაში მისი დაარსების დღიდან იყვნენ და სწორედ მათ უნდა აეშენებინათ და გაეძლიერებინათ „სახელწიფო ხალხისთვის". როგორც აღმოჩნდა, მსოფლიო ბანი საკუთარი ალოგიკური, არაკომპეტენტური  გადაწყვეტილებებით არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის გაოცებას ახერხებს, არამედ მან საკუთარი თანაპარტიელებიც კი  გააოცა, როდესაც ის ღიად შეეკრა „ნაციონალურ მოძრაობას". ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, „პაატამ გაგვყიდა ჩვენ, პარტია, ადამიანები და იდეა - ყველაფერი ერთად". როგორც ხედავთ, ყველაფერს ნათელი მოეფინა, ლეგენდა „ქველმოქმედი წარმატებული პოლიტიკოსი" წარსულს ჩაბარდა და მივიღეთ ერთი არაფრით გამორჩეული გამყიდველი სუბიექტი, რომლისთვისაც არაფერს ნიშნავს ადამიანი, იდეა და ქვეყანა. ეს გახლავთ არასაიმედო პოლიტიკური ლიდერი,  რომლისთვის მთავარი პირადი კეთილდღეობა გახლავთ და არა სამშობლო. შეუძლებლია, ენდო ადამიანს, რომელიც საკუთარ პრინციპებს, იდეებს და თანამებრძოლებს ღალატობს.  ბოლო პერიოდში განვითრებულმა მოვლენებმა და მის გვერდში არსებულმა ხალხმა ნათლად დაგვანახა, რომ ის იმართება უკრაინიდან და აქვს მცდელობა, შექმნას მეორე „ნაციონალური მოძრაობა". მაგრამ გვახსოვდეს,  მკვდარი მკვდარია, არ აქვს მნიშვნელობა, ის ერთი იქნება თუ ორი, დღეს კი „ნაციონალური  მოძრაობა" პოლიტიკურად მკვდარია და არ აქვს მნიშვნელობა ქვეყანაში ორი (მკვდარი) „ნაციონალური მოძრაობა" გვეყოლება თუ ერთი, მათ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში რაიმე ხელშესახები შედეგის დადების ილუზია არ უნდა ჰქონდეთ!" - აცხადებს ზურაბ ქადაგიძე.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner