საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, პარლამენტსა და მესამე სექტორს შორის შეთანხმება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
„ეს [მემორანდუმი] იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იმ კუთხით, რომ მოხდება გარკვეულწილად ფორმალიზება იმ ურთიერთობების, რაც უნდა არსებობდეს საქართველოს პარლამენტს და სამოქალაქო სექტორს შორის. საყურადღებო და მნიშვნელოვანია, რომ ხელს ვაწერთ პლატფორმას, მემორანდუმს, რომელშიც გაერთიანებულია უმეტესწილად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომელიც არის მრავალფეროვანი და ასეც უნდა იყოს“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბარში.
ევროპული რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში პარლამენტსა და მესამე სექტორს შორის შეთანხმება გაფორმდა.