„ჯერ კიდევ შარშან, თებერვალ-მარტში ვამბობდი, რომ თუ საქართველო და მოლდოვა დაიწყებდნენ თავიანთი ტერიტორიების რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებას, ჩვენ ამ საკითხს უფრო მალე მოვაგვარებდით. თუმცა ეს მათი მთავრობების გადასაწყვეტია“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
„მესამე მსოფლიო ომი 2008 წელს დაიწყო, როდესაც რუსეთი საქართველოს დაესხა თავს. შემდეგ იყო 2014 წლის თებერვალი. ახლა ომი აქტიურ სტადიაშია, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. რაც ახლა ისრაელისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე ხდება, ეს უკვე მესამე მსოფლიო ომის აქტიური სტადიის შედეგებია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის ბოლო კონფლიქტი და ახლა ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად სწრაფად დავსვამთ წერტილს ამ საკითხში, რომ ომმა მთელი მსოფლიო არ მოიცვას. ჯერ კიდევ შარშან, თებერვალ-მარტში ვამბობდი, რომ თუ საქართველო და მოლდოვა დაიწყებდნენ თავიანთი ტერიტორიების რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებას, ჩვენ ამ საკითხს უფრო მალე მოვაგვარებდით. თუმცა ეს მათი მთავრობების გადასაწყვეტია. ისინი მიიჩნევენ, რომ როდესაც უკრაინა დაამარცხებს რუსეთს, ისინი ძალიან სწრაფად გაათავისუფლებენ საკუთარ ტერიტორიებს“, - აღნიშნა დანილოვმა.