logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა: მაშინ, როცა ქვეყნის მოღალატე პრეზიდენტი ძირს უთხრის ჩვენს ევროპულ მომავალს, ჩვენი ხელისუფლება მუშაობს 12 რეკომენდაციის შესრულებაზე და თანდათან უახლოვდებიან ევროპულ მომავალს
- +

20 ოქტომბერი. 2023. 16:32

 

 

„დღეს „ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაციის მე-10 პუნქტი ჩახურა, ხელი მოაწერა სამოქალაქო საზოგადოების ეროვნულ პლატფორმასთან თანამშრომლობის მემორანდუმს“, - ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.

 

ექსპერტის თქმით, მაშინ, როცა ქვეყნის მოღალატე პრეზიდენტი ძირს უთხრის ჩვენს ევროპულ მომავალს, ხელისუფლება არ ჩერდება, მუშაობს 12 რეკომენდაციის შესრულებაზე და თანდათან უახლოვდებიან ევროპულ მომავალს.

 

„მაშინ როცა ქვეყნის მოღალატე პრეზიდენტი ძირს უთხრის ჩვენს ევროპულ მომავალს, სოფიკო ჯაფარიძე, რკინის ქალამნებით, ლაშქრავს არამარტო რეგიონებს, ევროპასაც, სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფი გადის ტრენინგებს „კანვასთან“ და ამას ყველაფერს მელაძეები, გრიგოლიები და  მიშველაძეები თოქ-შოუებს უძღვნიან, ჩვენი ხელისუფლება არ ჩერდება, მუშაობს 12 რეკომენდაციის შესრულებაზე და თანდათან უახლოვდებიან ევროპულ მომავალს.

 

დიახ, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაციის მე-10 პუნქტი ჩახურა, ხელი მოაწერა სამოქალაქო საზოგადოების ეროვნულ პლატფორმასთან თანამშრომლობის მემორანდუმს.

 

გილოცავთ!“ - წერს ნინო ფოჩხუა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner