logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: ბატონი დანილოვის გასაგონად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება და აღდგება მშვიდობიანი გზით
- +

20 ოქტომბერი. 2023. 17:52

 

 

ბატონი დანილოვის გასაგონად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება და აღდგება მშვიდობიანი გზით“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ვერავითარი მოწოდებები ქვეყნის შიგნით ომის გაჩაღებასთან დაკავშირებით, ვერ იქნება შესმენილი.

 

დაგვიტოვონ უფლება, ჩვენ განვსაზღვროთ დღეს ჩვენი ქვეყნის ბედი. ვერავითარი მოწოდებები ქვეყნის შიგნით ომის გაჩაღებასთან დაკავშირებით, ვერ იქნება შესმენილი! თუ ამას შეისმენენ ჩვენი მეგობრები, კოლეგები უკრაინაში, მათ შორის ამგვარი მაღალი თანამდებობის პირები, ეს მათთვისაც კარგი იქნება და ჩვენთვისაც“, - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

 

უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა: ჯერ კიდევ შარშან ვამბობდი, რომ თუ საქართველო და მოლდოვა დაიწყებდნენ თავიანთი ტერიტორიების რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებას, ამ საკითხს უფრო მალე მოვაგვარებდით, თუმცა ეს მათი მთავრობების გადასაწყვეტია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner