logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: კარგად არის შეფასებული ის თანამშრომლობა, რაც აქვს ჩვენს შინაგან საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
- +

20 ოქტომბერი. 2023. 18:15

 

 

ანგარიშში კარგად არის შეფასებული ის თანამშრომლობა, რაც აქვს ჩვენს შინაგან საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, მაგალითად პოლიციის ატაშეების სახით, ასევე თანამშრომლობა ევროპოლთან სხვადასხვა სააგენტოებთან, „ფტონტექსთან“, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ვიზალიბერალიზაციის შესახებ ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

 

ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა, ვიზალიბერალიზაციის რეჟიმთან დაკავშირებით, საკმაოდ პოზიტიურია. შეფასებულია ის ნაბიჯები, რასაც საქართველო დგამს სწორედ ამ რეჟიმის ფარგლებში. რაც გააკეთა საქართველომ, რომ თანხვედრაში იყოს ევროკავშირის პოლიტიკასთან და გაკეთდეს ყველაფერი იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს თავისუფალი უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. ანგარიშში კარგად არის შეფასებული ის თანამშრომლობა, რაც აქვს ჩვენს შინაგან საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, მაგალითად პოლიციის ატაშეების სახით, ასევე თანამშრომლობა ევროპოლთან სხვადასხვა სააგენტოებთან, „ფტონტექსთან“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების შესახებ მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს შესახებაც არის საუბარი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner