logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: გასათვალისწინებელია ის, თუ რასთან შედარებით არის დაფიქსირებული თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების 81%-იანი ზრდა - ეს არის 2021 წლის პერიოდი, როდესაც ჯერ კიდევ არსებობდა პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები
- +

20 ოქტომბერი. 2023. 18:18

 

 

ვიზალიბერალიზაციის ანგარიშში შეიძლება თვალს ხვდება თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების რაოდენობის 81%-იანი ზრდა, თუმცა გასათვალისწინებელია ის, თუ რასთან შედარებით არის ეს ზრდა. ეს არის 2021 წლის პერიოდი, როდესაც ჯერ კიდევ არსებობდა პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები და თავისუფალი მიმოსვლა იყო შეზღუდული“, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

 

თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების საკითხზე ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირთან და უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. 2018 წლიდან დღემდე ძალიან ბევრმა ქვეყანამ აღიარა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად, ვინაიდან ზოგადად ამ საკითხის მოგვარება საქართველოს ცალმხრივად არ შეუძლია. ეს უნდა მოხდეს ორმხრივი თანამშრომლობით, იმიტომ, რომ ეს უკავშირდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებულ პროცედურებს. უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში საქართველოს შეყვანა გვეხმარება იმაში, რომ უსაფუძვლო განაცხადები, რომლებიც კეთდება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, უფრო სწრაფად იყოს განხილული და პასუხგაცემული. ამაზე მეტყველებს მეორე რიცხვი, რომელიც მოყვანილია ამავე ანგარიშში - განაცხადების 50%-უარყოფითი პასუხი გაეცა. თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების უმეტესობა არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. სწორედ ამიტომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები გამარტივებული წესით განიხილავენ ამ განაცხადებს. თუმცა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმ ქვეყნებთან, რომლებსაც ჯერ არ აქვთ აღიარებული საქართველო უსაფრთხო ქვეყნად - ეს დაგვეხმარებოდა ამ სტატისტიკის შეცვლაში“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner