logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან დაბალია იმის რისკი, რომ საქართველოდან არალეგალურად მოხდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე შეღწევა იმ ადამიანების, რომელთაც ევროკავშირის მხრიდან სავიზო მოთხოვნები აქვთ დაწესებული
- +

20 ოქტომბერი. 2023. 18:20

 

 

“ქვეყნის სუვერენული უფლებაა, როგორ გადაწყვიტოს სავიზო რეჟიმები, თუკი იგი არ არის ნაწილი შეთანხმებების, რაც მას პირდაპირ ავალდებულებს. ასეთი შეთანხმება ჩვენთვის შეიძლება იყოს შენგენის შეთანხმება და ასევე, ევროკავშირის წევრობა”, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოს თურქეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან ვერ ექნება იგივე მიდგომები, რაც ვიზებთან დაკავშირებით ევროკავშირს ამ ქვეყნების მოქალაქეების მიმართ აქვს. შესაბამისად, საქართველო იგივე მოთხოვნებს ვერ დაუწესებს ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსასვლელად, რაც მათ ევროკავშირმა დაუწესა.

 

ეს არის ქვეყნის სუვერენული უფლება, როგორ გადაწყვიტოს სავიზო რეჟიმები, თუკი იგი არ არის ნაწილი შეთანხმებების, რაც მას პირდაპირ ავალდებულებს. ასეთი შეთანხმება ჩვენთვის შეიძლება იყოს შენგენის და ასევე, ევროკავშირის წევრობა. თუმცა, ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ევროკავშირის საფრთხეები.

 

ამ რეკომენდაციას ევროკავშირი მხოლოდ საქართველოს არ აძლევს, არამედ ზოგადად აძლევს ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს. შესაბამისად, ეს მხოლოდ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაცია არ არის. თუმცა, რელევანტურობასაც რომ შევხედოთ, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს არ აქვს პირდაპირი სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან, ძალიან დაბალია იმის რისკი, რომ საქართველოდან არალეგალურად მოხდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე შეღწევა იმ ადამიანების, რომელთაც ევროკავშირის მხრიდან სავიზო მოთხოვნები აქვთ დაწესებული. ასე, რომ ეს რისკები საქართველოს მხრიდან ევროკავშირისთვის თითქმის, არ არსებობს და თუ არსებობს, ძალიან მინიმალურია. იმდენად მინიმალურია, რომ არ შეიძლება ჩვენ ამის დრამატიზება მოვახდინოთ“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 

ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების შესახებ მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს შესახებაც არის საუბარი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner