logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციაზე: კიდევ კარგი ზოგიერთები ხელისუფლებაში არ არიან, თორემ შეიძლება, ევროკავშირი წევრი ქვეყნების გარდა ყველა ქვეყანაში საელჩოები დაეხურათ
- +

20 ოქტომბერი. 2023. 18:23

 

 

“დღეს ისეთი მოსაზრებები და პოზიციები მოვისმინეთ პარლამენტში ჩვენი ოპონენტების მხრიდან, კიდევ კარგი ზოგიერთები ხელისუფლებაში არ არიან, თორემ შეიძლება ყველა ქვეყანაში საელჩოებიც კი დაეხურათ ევროკავშირი წევრი ქვეყნების გარდა”, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

 

ოპოზიციის წარმომადგენლებისგან დღეს პარლამენტში მოვისმინეთ, რომ თითქოს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებამ შეიძლება შეაფერხოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, რაც აბსურდია.

 

დღეს დეტალურად მოვისმინეთ ილია დარჩიაშვილისგან პოზიციები. მან უპასუხა ყველა კითხვას. ის ნაბიჯები, რაც გადაიდგა ჩინეთთან ურთიერთობებში აბსოლუტურად შესაბამისობაშია სწორედ იმ საგარეო კურსთან რაც საქართველოს პარლამენტის მიერ არის განსაზღვრული და რასაც ასრულებს საქართველოს მთავრობა. ეს ხელოვნურად შექმნილი ამბავი ცოტა რეალობას მოკლებულია“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დღეს, პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არ ეწინააღმდეგება და არანაირად არ შეაფერხებს საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს - ევროპისა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner