„დავით თარხან -მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა „პრიორიტეტებში“ საუბრისას განაცხადა, რომ აჭარაში „ნაციონალების“ მხრიდან გარკვეული პროვოკაციებია მოსალოდნელი. აქვე ინაშვილმა აღნიშნა, რომ არჩევნებში იმდენი ხმას მოიპოვებენ, რომ დავით თარხან- მოურავი აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი გადეს.
„აჭარაში ძალიან სერიოზული საარჩევნო მართონი იქნება. ჩემი ვარაუდით, ძალიან დიდი კონკურენცია იქნება.
მაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა ტიპის პროვოკაციების აგორებას გეგმავს. ჩვენ მზად ვართ საარჩევნო მართონისთვის, მაგრამ არანაირად არ ავყვებით პროვოკაციებს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნო პერიოდში ახასიათებს გარკვეული ტიპის პროვოკაციების მოწყობა. განსაკუთრებით ახლა „ნაციონალების“ ინტერესში პროვოკაციების მოწყობაა შედის, რადგან მათი რეიტინგი 6.6-7%-ს არ აღემატება, მაგრამ მინდა ამომრჩევლებს მოვუწოდო, რომ ყველანი მივიდნენ არჩევნებზე, ეს აუცილებელია. თუ აქტივობა არ იქნება, „ნაციონალური მოძრაობა“ ამით ისარგებლებს და მის მხარდამჭერთა რიცხვი ავტომატურად გაიზრდება.
ჩვენი პარტია მზად არის არჩევნებში მონაწილეობისთვის, ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის და ველოდებით, რომ გავიყვანთ უმაღლეს საბჭოში იმდენ დეპუტატს, რომ სწორედ დავით თარხან-მოურავი გახდეს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.