logo_geo
eng_logo
„მზიურის“ პარკს შემომატებულ, ახლად მოწყობილ რეკრეაციულსივრცეში კონცერტი გაიმართა
- +

20 ოქტომბერი. 2023. 21:11

„მზიურის“ პარკს შემომატებულ, ახლად მოწყობილ რეკრეაციულ სივრცეშითბილისის მერის ინიციატივით კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაზე კახაკალაძესთან ერთად მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, თბილისისსაკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, ასევე საკრებულოს წევრები და პარლამენტის მაჟორიტარიდეპუტატი იმყოფებოდნენ.

 



კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელებით, „მზიურის“ ტერიტორია კიდევ 2,5 ჰექტრით გაიზარდა.

 



ეს ტერიტორია იყო კერძო საკუთრება, რომელიც მუნიციპალიტეტმადაუბრუნა დედაქალაქს. დღეს ის არის თბილისელების საკუთრება. რეაბილიტაციის ფარგლებში გავაკეთეთ „მზიურის“ გაგრძელება, 2,5 ჰექტარიტერიტორია მთლიანად მოწესრიგდა. ყველას გვახსოვს, დღეს აქ რამდგომარეობა იყო. მართლაც, ძალიან სასიამოვნო სივრცეა. ახალიხე-მცენარეებია, საპარკე ინფრასტრუქტურა, ფანჩატურები, ტრენაჟორები, განათება, საპიკნიკე სივრცე, სარწყავი სისტემა.

 


"ბევრი ადამიანი სტუმრობს „მზიურს“ და ეს ახალი სივრცე კიდევ უფრო მეტადამიანს მოიზიდავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 



კონცერტზე მსმენელის წინაშე სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლები წარდგნენ. მათ შორის, დუეტი „ჯორჯია“, სალომე ბაკურაძე, ნათია დუმბაძე, „მასტერი“, დავით გომართელი, სალიო, ოთო ნემსაძე და ნოა.

 



თბილისის მერიამ ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიაზე კერძოსაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გასულ წელს, ადგილმონაცვლეობისგზით დაიბრუნა.

 



პროექტის ფარგლებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, სპორტული მოედანი, საპიკნიკე არეალი, ცხოველების სასეირნო სივრცე, გადმოსახედი, გარეგანათების, ვიდეო მეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემები. გარდა ამისა, ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ღონისძიებები: დაირგო 858 ძირი ხე, 1 553 ბუჩქი და 3 050 ბალახოვანი მცენარე, ასევე, 18 000 კვადრატულ მეტრფართობზე დაითესა და დაიგო ბალახის საფარი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner