logo_geo
eng_logo
ბელგიის იუსტიციის მინისტრი გადადგა
- +

20 ოქტომბერი. 2023. 22:25

ბელგიის იუსტიციის მინისტრი გადადგა. ვინსენტ ქუიკენბორნის თანამდებობის დატოვების მიზეზი ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტი გახდა, რომელსაც შვედეთის 2 მოქალაქე ემსხვერპლა.

 

 

პოლიტიკური გადაწყვეტილება იმ შეცდომის გამო, რომელსაც დრამატული შედეგი მოჰყვა - ასეთია მინისტრის გადადგომის მიზეზი. ფედერალური პროკურატურის ინფორმაციით, ტერორისტი ტუნისიდან 2019 წელს შევიდა ევროკავშირის ტერირორიაზე და თავშესაფარზე მიღებული უარის მიუხედავად ბრიუსელში ცხოვრობდა.

 

 

ტერაქტის შემდეგ ბრიუსელში ჩასულმა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მომხდარში ბელგიას არ ადანაშაულებს, თუმცა, აღნიშნა, რომ უსაფრთხოების სამსახურების მჭიდრო კოორდინაციაა საჭირო, რადგან ტერორისტს ტუნისშიც და შვედეთშიც სამართალდამცეველებთან პრობლემები ჰქონდა და შვედეთის პოლიციის მიერ დაკავებულიც იყო.

 

 

კომენტარი ბელგიის პრემიერმაც გააკეთა. ალექსანდრე დე კრომ განაცხადა, რომ თავშესაფარზე უარის მიცემის შემდეგ უსაფრთხოების სამსახურმა მისი ადგილსამყოფელის მონიტორინგი ვერ შეძლო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner