logo_geo
eng_logo
„ჰამასის“ ინფორმაციით, აშშ-ის ორი მოქალაქე - დედა და მისი ქალიშვილი გაათავისუფლეს, თუმცა ფაქტი ისრაელის მხარეს ჯერ არ დაუდასტურებია
- +

20 ოქტომბერი. 2023. 22:26

„ჰამასის“ ინფორმაციით, აშშ-ის ორი მოქალაქე - დედა და მისი ქალიშვილი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

 

„ჰამასის“ განცხადების მიხედვით, ამერიკელი მძევლები „ჰუმანიტარული მიზეზების გამო“ გაათავისუფლეს.

 

 

„ეს ნაბიჯი კატარის მცდელობებს მოჰყვა, რათა დაუმტკიცოს ამერიკელ ხალხსა და მსოფლიოს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული განცხადებები მცდარი და უსაფუძვლოა“, – განაცხადა „ჰამასის“ სპიკერმა.

 

 

ამასთან, „ჰამასი“ არ აკონკრეტებს გათავისუფლებული მძევლების ვინაობას.

 

 

როგორც ისრაელის მედია წერს, მძევლების გათავისუფლება ისრაელის მხარეს ჯერ არ დაუდასტურებია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner