ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა ადამ დენიელ ჰაგარმა დაადასტურა, რომ „ჰამასმა“ ორი ტყვე გაათავისუფლა და ამჟამად ისინი ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან იმყოფებიან. ამის შესახებ Times Of Israel წერს.
ჰაგარის ინფორმაციით, გათავისუფლებულები ამერიკის მოქალაქეები არიან.
„ჰამასი“ ცდილობს, მსოფლიოს წინაშე წარდგეს ისე, თითქოს მძევლებს ჰუმანიტარული მიზეზებით ათავისუფლებს, მაგრამ სინამდვილეში, ჩვენ ვსაუბრობთ მკვლელ ტერორისტულ ჯგუფზე, რომელსაც ამ დროს ტყვედ ჰყავს ჩვილები, ბავშვები, ქალები და მოხუცები“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.
მისი თქმით, ისრაელის მთავრობა აგრძელებს „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ადამიანების გათავისუფლებას.