logo_geo
eng_logo
რუსეთი ფინეთთან ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას წყვეტს
- +

21 ოქტომბერი. 2023. 00:35

 

 

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთსა და ფინეთს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ხელშეწყობის შეთანხმების შეწყვეტის შესახებ. დოკუმენტი იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა. ამის შესახებ ინფორმაციას TASS ავრცელებს.

 

„შეწყდეს რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და ფინეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2012 წლის 13 აპრილს ჰელსინკში ხელმოწერილი შეთანხმება რუსეთის ფედერაციასა და ფინეთის რესპუბლიკას შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ხელშეწყობის შესახებ“, - ნათქვამია ბრძანებაში.

 

როგორც რუსული მედია წერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა მეორე მხარეს გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner