logo_geo
eng_logo
MTV-მ ევროპის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია ისრაელ-„ჰამასის“ ომის გამო გააუქმა
- +

21 ოქტომბერი. 2023. 00:52

 

 

MTV-მ ევროპის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია ისრაელ-„ჰამასის“ ომის გამო გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას People ავრცელებს.

 

შოუ, რომელიც მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში საუკეთესო ვარსკვლავებს გამოავლენს, 5 ნოემბერს პარიზში უნდა ჩატარებულიყო. სხვადასხვა კატეგორიაში ნომინირებულები არიან ტეილორ სვიფტი, მაილი საირუსი, ნიკი მინაჯი, რედ ჰოთ ჩილი პეპერსი, მეტალიკა და სხვ.

 

თუმცა, MTV-მ X-ის გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მსოფლიოში მიმდინარე ძალადობრივი ქმედებების გამო აღნიშნული დაჯილდოება არ გაიმართება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner