საქართველოს ნაკრებისა და ამსტერდამის "აიაქსის" თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე პოპულარული საფეხბურთო სიმულატორის, FC24-ის ბრაზილიური ვერსიის კვირის საუკეთესო ფეხბურთელების სიაში მოხვდა.
იმ 18 ფეხბურთელს შორის, რომლებმაც სანაკრებო პაუზის დროს თავი განსაკუთრებულად კარგად წარმოაჩინეს, 22 წლის ქართველი თავდამსხმელის გარდა, ისეთი ვარსკვლავებიც მოხვდნენ, როგორებიც: ვირჯილ ვან დაიკი, დომენიკო ბერარდი, ბრუნო ფერნანდეში, ნიკოლას ოტამენდი და სხვ. არიან.
ქართველმა თავდამსხმელმა, ორ სანაკრებო მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა, რაც მისი ამ გუნდში მოხვედრის მთავარი მიზეზი იყო.
მიქაუტაძეს "აიაქსში" მხოლოდ სამ შეხვედრაში მიეცა თამაშის შესაძლებლობა და აქედან, მხოლოდ ერთში აღმოჩნდა ძირითად შემადგენლობაში.