logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: რაგბი მხოლოდ სპორტი არ არის, რაგბი ჩვენი აწმყო და მომავალია
- +

9 სექტემბერი. 2016. 15:30



დღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ოზურგეთელ მორაგბეებს შეხვდა.


ოზურგეთის რაგბის გუნდი „არწივები" II ლიგის გათამაშებაში იმყოფება და ხვალინდელი სეზონიდან პირველობისთვის იბრძოლებს.


„რაგბი მხოლოდ სპორტი არ არის, რაგბი  ჩვენი აწმყო და მომავალია. თამაში, რომელშიც მთავარია „ჩვენ" და არა „მე", თამაში, სადაც გუნდი იმარჯვებს. დიდი სურვილი მაქვს, რაგბის ოჯახის წევრი გავხდე და ერთად ბევრი გამარჯვება აღვნიშნოთ",  - მიმართა „არწივებს" არჩილ თალაკვაძემ.


მორაგბეემა არჩილ თალაკვაძესთან ერთად სიმბოლური ჰაუტი გაითამაშეს და გამარჯვების ლელო დადეს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner