logo_geo
eng_logo
ისრაელში რუსეთის ელჩი აცხადებს, რომ რუსეთი მძევლების გათავისუფლების საკითხზე „ჰამასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს
- +

21 ოქტომბერი. 2023. 01:53

 

 

ისრაელში რუსეთის ელჩი ანატოლი ვიქტოროვი აცხადებს, რომ რუსეთი აწარმოებს მოლაპარაკებებს „ჰამასთან“, რათა გაათავისუფლონ მძევლები.

 

ანატოლი ვიქტოროვის განცხადებით, რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს 200-იდან 250-მდე მძევლის გასათავისუფლებლად, რომლებიც ამჟამად დაჯგუფებას ღაზის სექტორში ჰყავს.

 

მედიის ცნობით, რუსეთი, როგორც ჩანს, ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომლებიც აცხადებენ, რომ მძევლების გასათავისუფლებლად „ჰამასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

 

ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.

 

„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.

 

მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner