logo_geo
eng_logo
ნეთანიაჰუს მრჩეველი: თუ დიპლომატიურ და სამხედრო ზეწოლას გავაგრძელებთ, „ჰამასი“ კიდევ უფრო მეტ მძევალს გაათავისუფლებს
- +

21 ოქტომბერი. 2023. 10:25

თუ დიპლომატიურ და სამხედრო ზეწოლას გავაგრძელებთ, „ჰამასი“ კიდევ უფრო მეტ მძევალს გაათავისუფლებს, - ამის შესახებ BBС-სთან საუბარში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს უფროსმა მრჩეველმა, მარკ რეგევმა განაცხადა.

 

 

მისივე თქმით, „ჰამასმა“ ორი ამერიკელი მძევალი - ნატალი და ჯუდით რაანანები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე გათავისუფლა.

 

 

„ჩემი აზრით, „ჰამასი“ ხვდება, რომ ის უზარმაზარი ზეწოლის ქვეშაა - როგორც დიპლომატიური, ასევე სამხედრო კუთხით. ჩემი აზრით, ეს აიძულებს „ჰამასს“, გაათავისუფლოს მძევლები. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ზეწოლას გავაგრძელებთ, „ჰამასი“ კიდევ უფრო მეტ მძევალს გაათავისუფლებს. გავაგრძელებთ ამ ზეწოლას და „ჰამასზე“ ძლიერი იერიშების მიტანას“, - განაცხადა ნეთანიაჰუს მრჩეველმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner