ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღამით ღაზის სექტორში „ჰამასის“ ინფრასტრუქტურა გაანადგურეს. ამის შესახებ The Times of Israel-ი წერს.
უწყების ცნობით, იერიშები იყო მიტანილი „ჰამასის“ სამეთაურო პუნქტებზე და სხვა ინფრასტრუქტურაზე. ასევე ისრაელელმა სამხედროებმა მიიტანეს დარტყმა ტანკსაწინააღმდეგო ჭურვების გაშვების რამდენიმე წერტილზე და სნაიპერების განლაგების ადგილებზე მაღალსართულიან შენობებში.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიშების ამსახველი ვიდეოებიც გაავრცელეს.