logo_geo
eng_logo
უკრაინის საბაჟო სამსახური: სამხედროებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთიდან ერთი მესამედი დაკარგულია
- +

21 ოქტომბერი. 2023. 10:37

უკრაინის საბაჟო სამსახურის განცადებით, იმ ჰუმანიტარული ტვირთიდან, რომელიც უკრაინის სამხედრო ნაწილებამდე უნდა მისულიყო, ერთი მესამედი დაკარგულია.

 

 

კერძოდ, 2023 წლის 9 თვის განმავლობაში 9 000 ტვირთიდან დანიშნულების ადგილებამდე მხოლოდ 3 000 ჩავიდა.

 

 

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ასეთი ფაქტების დადგენა შესაძლებელი გახდა სამხედრო ნაწილებში ჰუმანიტარული ტვირთების ჩასვლაზე ერთობლივი კონტროლის დაწესების საშუალებით.

 

 

ამ დროისთვის მებაჟეებმა სამართალდამცველ ორგანოებს გაუგზავნეს 387 შეტყობინება ისეთი ფაქტების შესახებ, რომლებიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ასევე შედგენილია 320 ოქმი საბაჟო წესების დარღვევის თაობაზე, სადაც კანონდარღვევის საგანს ჰუმანიტარული დახმარების საქონელი წარმოადგენს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner