ისრაელში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს შორის საზღვარზე მდებარე რაფაჰის გამშვები პუნქტი ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გაიხსნება.
„თუ საზღვარი გაიხსნება, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხნის განმავლობაში იქნება ის ღია, რათა უცხო ქვეყნების მოქალაქეებმა ღაზის სექტორის დატოვება შეძლონ“, - აცხადებენ ისრაელში აშშ-ის საელჩოში.
ასევე საელჩო აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ გამშვები პუნქტის ორივე მხარეს შესაძლოა პოტენციურად ქაოსური სიტუაცია შეიქმნას.