logo_geo
eng_logo
ისრაელში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, რაფაჰის გამშვები პუნქტი ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გაიხსნება
- +

21 ოქტომბერი. 2023. 10:28

ისრაელში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს შორის საზღვარზე მდებარე რაფაჰის გამშვები პუნქტი ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გაიხსნება.

 

 

თუ საზღვარი გაიხსნება, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხნის განმავლობაში იქნება ის ღია, რათა უცხო ქვეყნების მოქალაქეებმა ღაზის სექტორის დატოვება შეძლონ“, - აცხადებენ ისრაელში აშშ-ის საელჩოში.

 

 

ასევე საელჩო აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ გამშვები პუნქტის ორივე მხარეს შესაძლოა პოტენციურად ქაოსური სიტუაცია შეიქმნას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner