logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ლიდერია
- +

21 ოქტომბერი. 2023. 11:19

"ეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ლიდერია," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ევრო კავშირი, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური გაერთიანებაა და გარკვეული ეკონომიკური დონის მიღწევა მასში გაწევრიანებისთვის აუცილებელია.

 

 

ევროკავშირი, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური გაერთიანებაა და გარკვეული ეკონომიკური დონის მიღწევა მასში გაწევრიანებისთვის აუცილებელია. სწორედ ამიტომ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია გაწევრიანებამდე ეკონომიკური სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

 

 

დიაგრამაზე ნაჩვენებია ევროკავშირში გაწევრიანების მომენტში ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე. ბოლო რამდენიმე წლის რეკორდული ეკონომიკური ზრდის შედეგად, საქართველომ უკვე მიაღწია ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო „შესვლის მინიმალურ დონეს“. მსოფლიო ბანკის პროგნოზით კი, საქართველო 2028 წლისთვის ევროკავშირის ასპირანტებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. შესაბამისად, საქართველო ამ საკითხს ორი მიზეზის გამო ძალიან სერიოზულად ეკიდება: 1) ეკონომიკური განვითარება ნიშნავს მეტ სამუშაო ადგილს, უკეთეს ინფრასტრუქტურას და მეტ ეკონომიკურ სიკეთეს საქართველოს მოქალაქეებისთვის; 2) ეკონომიკური სიძლიერე აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და გადამწყვეტი ფაქტორია გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.

 

 

ჩვენი პასუხისმგებლობაა ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველოს ეკონომიკური გაძლიერება, ევროკავშირში გაწევრიანებამდეც“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner