logo_geo
eng_logo
ისრაელში საქართველოს საელჩოს ცნობით, ინფორმაცია, თითქოს ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი იკეტება, უსაფუძვლოა
- +

21 ოქტომბერი. 2023. 11:22

ისრაელში საქართველოს საელჩოს ცნობით, ინფორმაცია, თითქოს ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი იკეტება უსაფუძვლოა, რადგან აეროპორტი განაგრძობს მუშაობას.

 

 

მათივე განცხადებით, რამდენიმე სიახლეა საქართველოს მიმართულებით ფრენებთან დაკავშირებით. ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" 22-ი ოქტომბრიდან ისრაელის მიმართულებით, ფრენებს აჩერებს.

 

 

კომპანია რეისების შეწყვეტას ისრაელში უსაფრთხოების ზომების არარსებობას და საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების გადაწყვეტილებას უკავშირებს, თუმცა საელჩოს ცნობით, თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ინარჩუნებენ და რეგულარულად ახორციელებენ ისრაელის ავიაკომპანიები.

right_banner right_banner
არქივი
right_banner