logo_geo
eng_logo
Reuters: დღეს ეგვიპტეში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის შესახებ სამშვიდობო სამიტი გაიმართება, რომელსაც მსოფლიოს 20-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება
- +

21 ოქტომბერი. 2023. 11:40

 

Reuters-ის ინფორმაციით, დღეს ეგვიპტეში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის არსებული ომის შესახებ სამშვიდობო სამიტი გაიმართება, რომელსაც მსოფლიოს 20-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება.

 

 

სააგენტოს ცნობით, სამიტს დაესწრებიან ეგვიპტის პრეზიდენტი აბდულ-ფათაჰ ალ-სისი, პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი, იორდანიის მეფე აბდულა მეორე, ბაჰრეინის მეფე ჰამად ბინ ისა ალ-ხალიფა, კატარის ამირა, შეიხი თამიმ ბინ ჰამად ალ-თანი, ქუვეიტის მემკვიდრე პრინცი, შეიხი მეშალ ალ-აჰმად ალ-საბაჰი, ერაყის პრემიერი მოჰამედ შია ალ-სუდანი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი, კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ხრისტოდულიდესი, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი სირილ რამაფოსა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოკო კამიკავა, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი.

 

 

სამიტს არ ესწრებიან ისრაელის, „ჰამასის“, აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლები.

right_banner right_banner
არქივი
right_banner