ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სამოქალაქო არეულობის მოწყობის საქმეზე სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებას ეხმიანება და აცხადებს, რომ რადიკალურ ოპოზიციას ახალგაზრდებისთვის ჩატარებული ტრენინგების შენიღბვის ფაქტის მცდელობა არ გამოუვა.
„ვინმეს მართლა სჯერა, რომ ეს იყო უმტკივნეულო ტრენინგები, რათა გარკვეულ ადამიანებში განათლება გაეზარდათ?! არ მგონია, ვინმეს ასეთი შთაბეჭდილება დაებადოს, თუკი გაეცნობა, მაგალითად, სიტყვა „ბულდოზერისა“ და „პარლამენტის“ დაკავებას. რაც არ უნდა ეცადონ ოპოზიციაში, შენიღბონ ეს, როგორც გულწრფელი პროტესტის გამოხატვისთვის სამოქალაქო აქტივისტების ან მოქალაქეების რაღაც უნარების აღჭურვა, ეს სწორი არ არის. არაფერ შუაშია აქ ეს. მცდელობებს აზრი არ აქვს, რომ იქ ვიღაც ხელოვანი იყო, რეჟისორი თუ მწერალი, ამაზე კამათს რა აზრი აქვს, როდესაც იქ საუბარი იყო ბულდოზერის გამოყენებით პარლამენტის დაკავებაზე“, - განაცხადა სარჯველაძემ.