logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: რაც უფრო ძლიერი და დემოკრატიულია სახელმწიფო ინსტიტუტები, რადიკალური ოპოზიციისთვის ეს საფრთხეს წარმოადგენს, რადგან არეულობის ნაკლები შანსი ექნებათ
- +

21 ოქტომბერი. 2023. 15:49

"რაც უფრო ძლიერი და დემოკრატიულია სახელმწიფო ინსტიტუტები, რადიკალური ოპოზიციისთვის ეს საფრთხეს წარმოადგენს, რადგან არეულობის ნაკლები შანსი ექნებათ," - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

 

 

იგი სამოქალაქო არეულობის მოწყობის საქმეზე სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურა.

 

 

მისი თქმით, ქვეყანას ჰყავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც პატრიოტი და პროფესიონალი ადამიანებითაა დაკომპლექტებული.

 

 

 

„რადიკალური ოპოზიციის ქცევა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მათ ეშინიათ ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების, ძლიერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ვინაიდან აქვთ სრულიად საპირისპირო მიზნები. რაც უფრო ძლიერი და დემოკრატიულია ინსტიტუტები, მათთვის ეს საფრთხეს წარმოადგენს, რომ არეულობის ნაკლები შანსი ექნებათ, მაგრამ ეს საფრთხე მათთვის კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

 

 

სიახლე არის ის, რომ საგამოძიებო გეგმის მიხედვით, გამოკითხვაზე ხდება ტრენინგში მონაწილე ან ამ ტრენინგთან შემხებლობაში მყოფი პირების დაბარება. აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს სასამართლოს წინაშე დაკითხვას და ისინი იკითხებიან სასამართლოს ფარგლებში, რა თქმა უნდა, ყველანაირი უფლების დაცვით“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner