„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე ოპონენტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა.
„ვინც უჭერს მხარს იმას, რომ უსაფრთხოდ უნდა ხორციელდებოდეს მანიფესტაცია და შეკრება, ეს ვართ ჩვენ და ამიტომ მივიღეთ ეს კანონი. ამას ოპოზიცია, პრეზიდენტი ეწინააღმდეგებოდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი არიან იმ პოზიციაზე, რომ ბარიკადების მოწყობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანებს, ეს ნორმალურია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
პრეზიდენტის მორიგი ვეტოს დაძლევაზე, პარლამენტი მომავალ სასესიო კვირაში იმსჯელებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, მაინც მიიღებენ და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევენ.