logo_geo
eng_logo
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა, პოლონეთში მოლეკულური მარკირების სასწავლო კურსი გაიარეს
- +

21 ოქტომბერი. 2023. 15:56

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა პოლონეთში, ქალაქ კატოვიცეში მოსავლის გაუმჯობესებისთვის მოლეკულური მარკირებისა და ნიადაგის მართვის ტექნიკის რეგიონულ სასწავლო კურსი გაიარეს.

 

 

მეცნიერები მცენარეთა დომესტიკაციის ფაქტორებს, ახალი ჯიშების გამოყვანის პროცესში მუტაგენეზის როლს, დნმ-ის და რნმ-ის სექვენირების ტექნოლოგიას, რადიოაქტიური დასხივების, გენეტიკური მოდიფიცირების მეთოდებისა და გენთა ედიტირების მეთოდების გამოყენებით ახალი ჯიშების და ვარიაციების მიღების პროცესსა და სხვა საკითხებს გაეცნენ. სასწავლო კურსი შედგებოდა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული - ლაბორატორიული სამუშაოების და ონლაინ გენეტიკური ბაზების გამოყენების შესწავლის ნაწილისგან.

 

 

სასწავლო კურსი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) საერთაშორისო პროექტის „გარემოს ცვლილებასთან ადაპტირებული, მცენარეთა გაუმჯობესებული ჯიშების მიღება ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“ ფარგლებში, სილეზიის უნივერსიტეტში გაიმართა. კურსში მსოფლიოს 13 ქვეყნის მეცნიერი მონაწილეობდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner