logo_geo
eng_logo
ვანდალური ფაქტების გამო სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს აფრთხილებენ
- +

21 ოქტომბერი. 2023. 15:58

"თიანეთის მუნიციპალიტეტის ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში პერიოდულად ვანდალური ფაქტები ფიქსირდება," - ამის შესახებ აღნიშნულია მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

დაზიანებულია საბავშვო სივრცის ინფრასტრუქტურა, სკამები, გარე განათების სვეტი, შენობების ფანჯრები და სხვა.

 

 

ვანდალიზმის შემთხვევები, ასევე, გვხვდება დაბა თიანეთის სხვადასხვა სკვერსა და მუნიციპალური ტრანსპორტის მოსაცდელ ადგილებში. სამწუხაროდ, ინფრასტრუქტურის განზრახ დაზიანების შემთხვევები უფრო მეტად ხშირია ახლად რეაბილიტირებულ სივრცეებში.

 

 

ვანდალიზმი დასაგმობია და მას უნდა გაემიჯნოს ყველა, ვისაც ქვეყნის წინსვლა სურს! მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, გავუფრთხილდეთ ჩვენს საცხოვრებელ გარემოს და ერთად ვიზრუნოთ მუნიციპალიტეტის განვითარებაზე“, - ნათქვამია მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner