logo_geo
eng_logo
ქუთაისი-სამტრედიის გზაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის დაწვის შედეგად არავინ დაშავებულა
- +

21 ოქტომბერი. 2023. 15:58

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

 

 

სავარაუდოდ, ცეცხლის გაჩენა ძრავის გაუმართაობამ გამოიწვია. თვითმხილველთა განცხადებით, სამედიცინო დახმარების მანქანაში იმ მომენტში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და შესაბამისი სამსახურები.

 

 

 მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner