ქუთაისი-სამტრედიის გზაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
სავარაუდოდ, ცეცხლის გაჩენა ძრავის გაუმართაობამ გამოიწვია. თვითმხილველთა განცხადებით, სამედიცინო დახმარების მანქანაში იმ მომენტში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და შესაბამისი სამსახურები.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას.