logo_geo
eng_logo
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: „ჰეზბოლა“ ჩვენს ქალაქებსა და სამხედრო ობიექტებზე თავდასხმებისთვის მძიმე ფასს იხდის
- +

21 ოქტომბერი. 2023. 16:00

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, „ჰეზბოლა“ ისრაელის ქალაქებსა და სამხედრო ობიექტებზე თავდასხმებისთვის „მძიმე ფასს“ იხდის. ამის შესახებ გამოცემა The Times of Israel-ი იტყობინება.

 

 

ჰეზბოლამ“ გადაწყვიტა, ჩაერთოს ბრძოლებში, და ჩვენ ამისთვის მძიმე ფასს გადავახდევინებთ“, - განაცხადა იოავ გალანტმა ლიბანის საზღვართან დისლოცირებულ ისრაელელ სამხედროებთან შეხვედრაზე.

 

 

გასული ორი კვირის განმავლობაში ლიბანის სამხრეთ ნაწილში ისრაელის დარტყმების შედეგად „ჰეზბოლას“ სულ მცირე 13 წევრია მოკლული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner