ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, „ჰეზბოლა“ ისრაელის ქალაქებსა და სამხედრო ობიექტებზე თავდასხმებისთვის „მძიმე ფასს“ იხდის. ამის შესახებ გამოცემა The Times of Israel-ი იტყობინება.
„ჰეზბოლამ“ გადაწყვიტა, ჩაერთოს ბრძოლებში, და ჩვენ ამისთვის მძიმე ფასს გადავახდევინებთ“, - განაცხადა იოავ გალანტმა ლიბანის საზღვართან დისლოცირებულ ისრაელელ სამხედროებთან შეხვედრაზე.
გასული ორი კვირის განმავლობაში ლიბანის სამხრეთ ნაწილში ისრაელის დარტყმების შედეგად „ჰეზბოლას“ სულ მცირე 13 წევრია მოკლული.