logo_geo
eng_logo
ანტონიო გუტერეში: „ჰამასის“ თავდასხმა ისრაელზე ვერასოდეს გაამართლებს პალესტინელი ხალხის კოლექტიურ დასჯას
- +

21 ოქტომბერი. 2023. 16:01

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ „ჰამასის“ თავდასხმა ისრაელზე ვერასოდეს გაამართლებს პალესტინელი ხალხის კოლექტიურ დასჯას.

 

 

ეგვიპტეში მიმდინარე სამშვიდობო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, გუტერეშმა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, მათ შორის საავადმყოფოებისა და სკოლების ხელშეუხებლობაზე ისაუბრა.

 

 

„უნდა განხორციელდეს როგორც ისრაელის ლეგიტიმური მისწრაფებები უსაფრთხოების მხრივ, ასევე პალესტინელების ლეგიტიმური მისწრაფებები დამოუკიდებელი ქვეყნის შექმნის მხრივ“, - განაცხადა გუტერეშმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner