პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ პალესტინელები საკუთარ მიწას არასოდეს დატოვებენ. ამის შესახებ მან ეგვიპტეში მიმდინარე სამშვიდობო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„არასოდეს დავთანხმდებით გადასახლებას. დავრჩებით ჩვენს მიწაზე ნებისმიერი გამოწვევის მიუხედავად“, - განაცხადა პალესტინის პრეზიდენტმა.
მანამდე ეგვიპტემ და სხვა არაბულმა ქვეყნებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ პალესტინელი დევნილების მასობრივი გადინება სხვა ქვეყნებში მიუღებელი იქნებოდა.