ღაზაში ისრაელის ავიაიერიშების გამო გარდაცვლილთა რაოდენობა 4 385-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Times of Israel-ი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
უწყების ცნობით, გარდაცვლილთა შორის 1 756 ბავშვია. დაჭრილია 13 561 ადამიანი.
7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 2014 წელს, ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის დროს გარდაცვლილსა რიცხვს გადააჭარბა. მაშინ, 51-დღიანი ომის დროს 2 251 პალესტინელი დაიღუპა.