ისრაელის თავდაცვის არმიის განცხადებით, ამ დროისთვის ღაზის სექტორში 219 მძევალი იმყოფება. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ „ცახალის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა.
ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც „ჰამასმა“ აშშ-ის ორი მოქალაქე გაათავისუფლა. ამის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ყველა მძევლის დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს.